სართანია პლატონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სართანია პლატონ

სართანია პლატონ - (1886, სოფ. ლედგებიო, ზუგდიდი მაზრა - 1918) - სცენისმოყვარე.

დაიბადა გლეხის ოჯახში, წერა-კითხვა თავისით შეისწავლა, ასევე მეწაღეობა და სურათების გადაღება. სხვა განათლება არ გააჩნდა. 1905 წელს სენაკის ხელოსნებთან ერთად მონაწილეობდა პოლიტიკურ გამოსვლებში, ამიტომ წელიწადნახევრით რუსეთის ჩრდილოეთში გადაასახლეს. საქართველოში დაბრუნებული წერა-კითხვას ძლივს ახერხებდა, თუმცა ამხანაგებს სცენაზე გამოსვლას თხოვდა, რადგან ხალხისთვის ხმა სცენიდან მიეწვდინა. მსახურობდა ზუგდიდის სცენაზე. მისი შესრულებული როლებია: სესია „ბატონი და ყმაში“, პეტუა „ციმბირელში“ და სხვ. ამავე დროს იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი. 1918 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას გამოეხმაურა იმდროინდელი სახელოვნებო ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“. 1919 ზუგდიდის სცენისმოყვარე ამხანაგებმა განსვენებულის წლის თავზე დადგეს „ბატონი და ყმა“. შემოსავლის ნაწილი ჟურნალს „თეატრი და ცხოვრება“ გადაეცა, ნაწილი კი მისი ქვრივი დის ოჯახს.

სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

  • პ. მეუნარგია, პროვინციის მუშაკი, ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1919, №11;
  • ლ. ჯალაღონია, პროვინციის მუშაკი, ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1918, №16.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები