სარკინიგზო ჯარები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სარკინიგზო ჯარები - სპეციალური ჯარები, რომლებიც განკუთვნილია სამხედრო გადაზიდვებისთვის, რკინიგზების აღდგენის, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური უზრუნველყოფისათვის. ორგანიზაციულად შედგება სპეციალური ნაწილების შენაერთების და სხვადასხვა სპეციალიზებული ნაწილებისაგან.
სარკინიგზო ჯარების ხელმძღვანელობას ახორციელებს სარდლობა სარკინიგზო ჯარების შტაბის მეშვეობით.