საროტი ნატალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნატალი საროტი

ნატალი საროტი - (ფრ. Sarraute Natalie 1902-1999), XX საუკუნის ფრანგი მწერალი და დრამატურგი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ფრანგი მწერალი ნატალი საროტი დაიბადა 1902 წელს რუსეთში, ივანოვოს ოლქში. რვა წლის ასაკიდან პარიზში ცხოვრობდა. უნივერსიტეტში სამართლის შესწავლის შემდეგ ადვოკატად მუშაობდა. საროტი 1941 წელს ადვოკატურას ტოვებს და მთლიანად ლიტერატურაში გადაერთვება. თეორიული ესეების კრებულში „ეჭვების ერა“ („L’Ère du soupçon“, 1956) უარყოფს ტრადიციული რომანისთვის დამახასიათებელ პირობითობას, რათა მისი პერსონაჟები დოსტოევსკის პერსონაჟთა მსგავსად ადამიანთა შინაგანი ბუნების, ამოუხსნელი სულიერი მდგომარეობის მატარებელნი და გამომხატველნი იყვნენ.

მარსელ პრუსტისა და ვირჯინია ვულფის თაყვანისმცემელი საროტი ისწრაფის წუთიერი, წარმავალი, არამყარი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოსახვისკენ („ტროპიზმები“ – „Tropismes“, 1939 და „უცნობის პორტრეტი“ – „Portrait d’un Inconnu“, 1948).

ნატალი საროტი ერთსა და იმავე ადამიანში - ინდივიდუუმში აერთიანებს სიძულვილსა და მომხიბვლელობას. მისი ადამიანები თანაარსებობენ სიძულვილსა და სიყვარულთან ერთად („პლანეტარიუმი“ – „Le Planetarium“, 1959).

სულ უფრო და უფრო ნაკლებად ინდივიდუალიზებული პერსონაჟებით ნატალი საროტი ცდილობს მიაღწიოს ანონიმურ მატერიას, ისეთივეს, როგორიც სისხლია მაგმას გარეშე („მარტერო“ – „Martereau“, 1953). ნატალი საროტი ასევე ხსნის იმ უთვალავ მცირე დანაშაულს, რომლებიც საზოგადოებრივ საფარს ამოფარებული ხორციელდება („ოქროს ნაყოფი“ – „Les Fruits d’Or“, 1963) და პროვოცირებულია მხოლოდ სიტყვებით.

პიესები

  • „უცნობის პორტრეტი“ („Portrait d’un Inconnu“, 1948);
  • „მარტერო“ („Martereau“, 1953),
  • „სიკვდილ-სიცოცხლეს შორის“ („Entre la Vie et la Mort“, 1963);
  • „თქვენ გესმით მათი?“ („Vous les entendez?“ 1972);
  • „სულელები ლაპარაკობენ“ („Disent les Imbéciles“, 1976);
  • „ეჭვების ერა“ („L’Ère du soupçon“, 1956);
  • „ტროპიზმები“ („Tropismes“, 1938);
  • „ბავშვობა“ („Enfance“, 1983).

გამოცემები ქართულ ენაზე

  • ოქროს ნაყოფი : [რომანი] / ნ. საროტი ; თარგმ. მ. შიუკაშვილმა // აფრა. - თბილისი, 2000. - N8. - გვ.11-66
  • ის იქ არის = Elle est la : [პიესა / მთარგმნ.: გიორგი ეკიზაშვილი]. - თბ. : სანი, 2002. - 50 გვ.; 17 სმ
  • თქვენ გესმით მათი? = Vous les entendez?: რომანი / ნატალი საროტი; ფრანგ. თარგმნა როენა ყენიამ ; რედ. მეგი ტატიშვილი ; მხატვ. მირიან ყენია. - [თბ., 2010]. - 78გვ.; 20სმ
  • ლიტერატურა ერთ ადგილზე არ დგას: [ინტერვიუ ფრანგ მწერალთან] / ნ. საროტი ; დ. კახაბერის თარგმანი. ლიტერატურული საქართველო თბილისი, 1984. 20 იანვარი, გვ.15

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები