სარპედონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სარპედონის სიკვდილი.
კრატერის ფერწერა (დაახ. ძვ.წ. 510 წ.), ნიუ-იორკი, მეტროპოლიტენის მუზეუმი

სარპედონი(ბერძნ.)

1. ლიკიის მეფე. ზევსისა და ევროპეს ძე. მინოსისა და რადამანთისის ძმა.

2. ტროელთა ერთ-ერთი უძლიერესი მოკავშირე. ზევსისა და ლაოდამიას ძე. ბელეროფონის ბადიში. როდესაც სარპედონმა განიზრახა, მონაწილეობა მიეღო ტროას ომში, ზევსმა მას სისხლინი წვიმით ანიშნა, ხელი აეღო განზრახვაზე. სარპედონმა არად ჩააგდო ეს ნიშანი, შეებრძოლა პატროკლოსს და მისგან ნატყორცნი ოროლით განგმირული, ბრძოლის ველზე დაეცა. ზოგიერთი მითოგრაფოსი ამ ორ სარპედონს აერთიანებს.

3. ბუმბერაზი, პოსეიდონის ძე, რომელიც მოკლა ჰერაკლემ.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები