სასირეთის კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასირეთის კოშკი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სასირეთის ზემო უბანში. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით.

კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 9,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი მეორე სართულზე აქვს. კედელში დატანებული კიბე პირველ სართულზე ჩადის. ამ სართულზე ოთხი ნიში და ოთხი ვიწრო სარკმელია. სართულშუა გადახურვა გუმბათოვანია. მეორე სართულზე სათოფურები გადაკეთებულია საკმაოდ დიდი ზომის ოდნავ შეისრულთაღიან სარკმლებად. კარის პირდაპირ ბუხარია. კედელში დატანებულია მესამე სართულზე ასასვლელი ქვის კიბე.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები