სასრიყვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დამწუხრებული სასრიყვა.
ა. ბელიუკინი
სასრიყვა და აერგების ასული.
ა. ბელიუკინი

სასრჷყვა (აფხ. Сасрыҟәа) – აფხაზური ნართული ეპოსის ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი, ნართების მეასე, ყველაზე უმცროსი ძმა, რომელიც კულტურული გმირის ყველა ნიშნის მატარებელია: უწინარეს ყოვლისა, მის სახელთან არის დაკავშირებული ზეციური და მიწიერი ცეცხლის მოპოვება; სასრიყვას ქვაში ჩასახვისა და დაბადების შესახებ თქმულება, რომელსაც ეპოსის აბაზური, ადიღური და ოსური ვერსიებიც იცნობს, კულტურული გმირის დაბადების არქაულ მითოლოგიურ სიუჟეტს წარმოადგენს. ქვისგან შობილი სასრიყვა ნართების მჭედლის, აინარიჟის, ქურაშია ნაწრთობი და ნართებს შორის თავისი გოლიათური ძალით, სიმამაცითა და მოხერხებულობით გამოირჩევა, რის გამოც ძმები შურით უყურებენ. ძმებს შორის ფრთხილი, მაგრამ აშკარად მტრული დამოკიდებულების სხვა მიზეზია დასთან მათი ურთიერთობის პრობლემა („გუნდა“) და ის ფაქტი, რომ ნართები სასრიყვას ნაბიჭვრად თვლიან („ანშფა“); სასრიყვას სიკვდილიც სწორედ ძმების მონდომების შედეგია.




ლიტერატურა

Приключения нарта Сасрыквы и его девяностадевяти братьев. М., 1962; Сух., 1988.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები