სატანკო კორპუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სატანკო კორპუსი - საერთო-საჯარისო შენაერთი, განკუთვნილია არმიის (დაჯგუფების) მოძრავი ჯგუფის შემადგენლობით მოქმედებისათვის.

სსრ კავშირში პირველად ჩამოყალიბდა 1938 წელს მექანიზებული კორპუსის ბაზაზე. გერმანიაში II მსოფლიო ომის დროს სატანკო კორპუსი, ჩვეულებრივ, შედგებოდა 2 სატანკო და 1 მოტორიზებული დივიზიისაგან (დაახლოებით 500 ტანკი და საიერიშო ქვემეხი). ზოგჯერ მათში შეჰყავდათ ქვეითთა შენაერთებიც.

საბრძოლო მოქმედებას სატანკო კორპუსები აწარმოებდნენ საველე არმიების, სატანკო დაჯგუფებისა და სატანკო არმიების შემადგენლობით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები