სატილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სატილია

სატილია – (Pedicularis armena Bunga); ოჯახი: შავწამალასებრნი (Scorphulariaceae). 5-15 სმ მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შებუსული. ღერო – 2-3, ხშირფოთლიანი, ქვედა ფოთლები როზეტულია, ფორმით მოგრძო-ხაზურია, ფრთისებურად განკვეთილი. ღეროსეული ფოთლები პატარაა, ძირითადად – მჯდომარე. ყვავილედი ფართო-კვერცხისებურია, ხშირყვავილიანი. გვირგვინი მოთეთრო-მოყვითალოა. ყვ. ნაყ. VI-VII. მცენარე გავრცელებულია ალპურ სარტყელში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია აბანოს უღელტეხილზე. საქართველოში ცნობილია აჭარაში, ქართლსა და ჯავახეთში.







წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები