საფრანგეთ-პრუსიის ომი 1870-71

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეანიოტი, საფრანგეთ-პრუსიის ომი

საფრანგეთ-პრუსიის ომი 1870-71 - ომი საფრანგეთსა და პრუსიას შორის. საფრანგეთი ცდილობდა შეენარჩუნებინა ჰეგემონია ევროპაში და არ დაეშვა გერმანიის გაერთიანება. ის მოქმედებდა ზოგიერთ სხვა გერმანულ სახელმწიფოსთან ერთად. ომის მსვლელობაში დაემხო საფრანგეთის ე.წ. მეორე იმპერია (1852–1870), რომლის სათავეში იდგა ნაპოლეონ III. დამთავრდა გერმანიის გაერთიანება პრუსიის ჰეგემონობით.

პრუსიელებმა გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწიეს სედანთან (1870 წლის სექტემბერში). 19 სექტემბერს პრუსიის არმია უკვე პარიზთან იყო. საფრანგეთ-პრუსიის ომი დასრულდა 1871 წლის მაისში ფრანკფურტის ზავით, რომლის ძალითაც გერმანიამ საფრანგეთს ჩამოართვა ელზასი და აღმოსავლეთ ლოთარინგია და გადაახდევინა კონტრიბუცია 5 მლრდ. ფრანკის ოდენობით.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები