საყრდენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საყრდენი

1. საბ(რ)ჯენი, საყრდნობი, ბურჯი;

2. მოწყობილობა ნაგებობის მზიდი კონსტრუქციის (სვეტი, დგარი, ბოძი, კედელი და მისთ.) ან მანქანის დეტალის შესაკავებლად და მისამაგრებლად, მბრუნავი ნაწილის შესაკავებლად და სხვ. დანიშნულებისა და კონსტრუქციის მიხედვით საყრდენი არის: ანკერული, ბურთულა და გორგოლაჭებიანი, დრეკადი, სახსრული, სფერული, ხისტი და სხვა;

3. სიმაღლეზე მომუშავის ძირითადი ან დამზღვევი თოკის დასამაგრებელი კონსტრუქციული დეტალი.

4. (არქიტექტურა) – გადასახურავი შენობის კედლები ან სვეტები, რომელთაც ეყრდნობა კამარა და რომელნიც წინააღმდეგობას უწევენ კამარის დაწოლასა და განბრჯენას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები