საწყაო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საწყაო

საწყაო - ზოგადი სახელი სხვადასხვა ზომა-წონის შედგენილობის ჭურჭლისა.

აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრფიულ ყოფაში დამოწმებულია მარცვლეული კულტურების შემდეგი საწყაო ჭურჭელი:

მათ ძირითად საზომ ერთეულს ლიტრა წარმოადგენდა, თუმცა ეს საწყაოები სხვადასხვა ადგილას განსხვავებული მოცულობის იყო მაგ., მცხეთა-თბილისის რეგიონში ლიტრა 10 გირვანქას უდრიდა, ხოლო კოდი 10 ლიტრას შეადგენდა. ფშაური კოდი ათლიტრიანია, ლიტრაში კი 12 გირვანქაა. ხევსურული კოდი 12 ლიტრიანია, ხოლო კახეთის ლიტრა 13 გირვანქას შეადგენდა. უფრო მეტად ხმარებაში იყო 10 გირვანქიანი ლიტრა, რომელიც 4 კგ მარცვალს შეადგენდა. ამის მიხედვით იანგარიშებოდა - ჩანახი, პინა, ფოხალი, კოდი.

დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით ფეოდალური დაქსაქსულობის პერიოდში, მრავალგვარი საწყაოები არსებობდა, რომელთაგან აღსანიშნავია:

XIX ს. განსაკუთრებით გამოიკვეთა ძირითადი საწყაოები: ქილა, ფოხალი, ბათმანი, რომელთა განსაზღვრა ემყარებოდა ლიტრის ოდენობას, თუმცა ლიტრის ოდენობა ხშირად იცვლებოდა. მაგ., მეგრული ქილა უდრიდა 42 გირვანქა სიმინდს, გურული - 2 ბათმანს.

ხის საწყაოები ძირითადად კეთდებოდა მთლიანი ხისგან, ქერქისგან და წნელისგანაც როგორც სახელურით, ასევე უსახელუროდ. ზოგჯერ, ხის საწყაოებს სიმაგრისათვის, თავსა და ბოლოში, რკინის სალტეებს უკეთებდნენ.


ლიტერატურა

გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1975. მ.ხ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები