სახაზო ხომალდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახაზო ხომალდი (ლინკორი)

1. იალქნიან ფლოტში ყველაზე დიდი სამანძიანი ხომალდი. საბატარეო გემბანების (დეკების) რიცხვის მიხედვით სახაზო ხომალდები იყოფოდა ორ და სამდეკიანად. გაჩნდა არტილერიის განვითარებასა და საარტილერიო ბრძოლის სახაზო ტაქტიკაზე გადასვლასთან ერთად. წყალწყვა – 5000 ტმდე, შეიარაღება – 120-130 ზარბაზანი, ეკიპაჟი 800-მდე კაცი. ორთქლის ძრავების, წევის ხრახნების, კუთხვილი არტილერიის და ჯავშნის გაჩენას XIX საუკუნის 60-იან წლებში მოჰყვა იალქნიანი სახაზო გემების შეცვლა დაჯავშნული ხომალდებით;

2. დიდი საბრძოლო ხომალდი XX საუკუნის პირველ ნახევარში, მძლავრი არტილერიით და დაჯავშნული დაცვით, რომელიც განკუთვნილი იყო საზღვაო ბრძოლაში ყველა კლასის წყალზედა ხომალდების გასანადგურებლად და სანაპირო ობიექტებზე საარტილერიო დარტყმების მისაყენებლად. საესკადრო ჯავშნოსნებისაგან გამოირჩეოდა გაძლიერებული საარტილერიო შეიარაღებით და დაჯავშნით, მეტი სიჩქარითა და გამოყენების ვადით. წარმოადგენდა მრავალი სახელმწიფოს სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო ძლიერების საფუძველს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები