სახელმწიფო დროშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელმწიფო დროშასახელმწიფო ხელისუფლების ოფიციალური სიმბოლო, რომელიც განასახიერებს სახელმწიფოს სუვერინიტეტს.

სახელმწიფო დროშის აღწერილობა, როგორც წესი, ფიქსირებულია კონსტიტუციაში ან სპეციალურ კანონში. სახელმწიფო დროშა აღიმართება სახელმწიფო ხელისუფლების, მმართველობის უზენაესი ორგანოების, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების და სახელმწიფოს სხვა ოფიციალური წარმომადგენლობების შენობებზე. ასევე სახელმწიფოს მეთაურის, სახელმწიფო და სამთავრებო დელეგაციების, საზღვარგარეთ დიპლომატიური და სხვა წარმომადგენლობების სატრანსპორტო საშუალებებზე, გემებზე, რომლებიც დაცურავენ ღია ზღვაში და უცხოეთის სახელმწიფოების ტერიტორიულ წყლებში და ა.შ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები