საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბატალეა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბატალეა) – ხმელეთზე განლაგებული ჯარების საჰაერო დესანტის და სამხედრო-საჰაერო ძალების მიზნების, ადგილის და დროის მიხედვით შეთანხმებული მანევრული საბრძოლო მოქმედებები. ისინი ხორციელდება I ეშელონის (ავიაცია) არმიების ოპერატიული დაწყობის მთელ სიღრმეზე მოწინააღმდეგის ერთდროული განადგურების მიზნით. იყენებენ სხვადასხვა სახეობის იარაღს, საბრძოლი ტექნიკასა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს. აშშ-ის სახმელეთო ძალების და სამხედრო-საჰაერო ძალების სხვადასხვა გვარეობის ძალების და საშუალებების საბრძოლო გამოყენების კონცეფცია.

საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბატალეა)-ის მიზანია, საერთო-საჯარისო შენაერთების (ნაწილების) და ტაქტიკური ავიაციის გადამჭრელი მოქმედებების უზრუნველყოფა უშუალოდ მოწინააღმდეგის გასანადგურებლად და იმავდროულად მისი II ეშელონის (რეზერვების) ღრმა საცეცხლე (ბირთვული) დაზიანება.

საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბატალეა)-ის კონცეფციის მატერიალური საფუძველია დაზვერვის და მიზანჩვენების მაღალეფექტური საშუალებები; მძლავრი საცეცხლე საშუალებები, რომლებიც გამოირჩევა სროლის მაღალი სიზუსტით და დიდი სიშორით; მართვის და კავშირგაბმულობის ავტომატიზებული სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჯარების (ძალების) ხელმძღვანელობას და მონაცემების გადაცემას დროის რეალური მასშტაბით.

საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბატალეა)-ის ფუძემდებლური პრინციპებია: ინიციატივა, სიღრმე, სისწრაფე და შეთანხმებული მოქმედებები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები