საჰაერო თავდაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საჰაერო თავდაცვა – ღონისძიებების, ძალების, საშუალებების და მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის მოსაგერიებლად. ასევე – ობიექტების, მოსახლეობის და ჯარების ჰაერიდან მოსალოდნელი დარტყმებისაგან დასაცავად. ტარდება ქვეყნის ქვეყნების კოალიციის) ან ცალკეული რეგიონების, სამრეწველო რაიონების, ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ცენტრების, შეიარაღებული ძალების დაჯგუფების და უმნიშვნელოვანესი ობიექტების მასშტაბით.

საჰაერო თავდაცვა ხორციელდება საერთო-სახელმწიფოებრივი ღონისძიებებით და სახელმწიფოს (სახელმწიფოთა ჯგუფის) შეიარაღრებული ძალების შემადგენლობიდან დანიშნული ჯარებით (ძალებით) და საშუალებებით. ამასთან, განასხვავებენ აქტიურ (ძალების და საშუალებების მოქმედებებს მოწინააღმდეგის დარტყმების მოგერიების ან მათი ეფექტიანობის შემცირების მიზნით) და პასიურ საჰაერო თავდაცვას (ითვალისწინებს მოწინააღმდეგის ავიაციის თავდასხმების ეფექტიანობის შემცირებას).

მშვიდობიანობისას საჰაერო თავდაცვის ძალები და საშუალებები უთვალთვალებენ საჰაერო სივრცეს, ხოლო აგრესიის დაწყების შემთხვევაში იძლევიან გამაფრთხილებელ ინფორმაციას საჰაერო (სარაკეტო) თავდასხმის შესახებ და აწარმოებენ საბრძოლო მოქმედებებს დარტყმების მოსაგერიებლად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები