საჰაერო თავდაცვის გადალახვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საჰაერო თავდაცვის გადალახვა – ორგანიზაციული ღონისძიებები და ავიაციის, რადიოელექტრონული ბრძოლის და დაზიანების სხვადასხვა საშუალების საბრძოლო მოქმედება. მისი მიზანია შეამციროს მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის ეფექტიანობა, უზრუნველყოს საკუთარი ავიაციის მიერ ამოცანების წარმატებით შესრულება. მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის გადალახვა ყოველი საბრძოლო გაფრენის დროს ხორციელდება უზრუნველმყოფი მოქმედებით და სხვადასხვა ტაქტიკური ხერხით.

უზრუნველმყოფ მოქმედებებს განეკუთვნება:

  • მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის ძალების და საშუალებების დაზვერვა გაფრენის ზოლსა და სამიზნის რაიონში;
  • საჰაერო თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტების შერჩევითი დაზიანება;
  • მოწინააღმდეგის თვითმფრინავების ჰაერში განადგურება;
  • საჰაერო თავდაცვის მართვის სისტემათა რადიოელექტრონული ჩახშობა;
  • შენაერთების, ნაწილების, საკუთარი ავიაგამანადგურებლების ძალებით ქვედანაყოფების საბრძოლო წყობის დაცვა მოწინააღმდეგის ავიაგამანადგურებელთა იერიშებისაგან;
  • მტრის გამანადგურებელი ავიაციის აეროდრომების ბლოკირება და სხვა.

ძირითად ტაქტიკურ ხერხებს განეკუთვნება:

  • საბრძოლო ფრენის შესრულება ჩახშობილი საჰაერო თავდაცვის სისტემის თავზე ან იმ რაიონების (ობიექტების) გვერდის ავლით, რომლებსაც ფარავენ საზენიტო საშუალებები და ავიაგამანადგურებლები;
  • ფრენა ოპტიმალური საბრძოლო წყობით მაქსიმალურად ხელსაყრელ სიმაღლეზე და სიჩქარით;
  • გამანადგურებელ-საწინააღმდეგო, რაკეტსაწინააღმდეგო და ზენიტსაწინააღმდეგო მანევრირების შესრულება;
  • საჰაერო თავდაცვის გარღვევა.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები