საჰაერო თავდაცვის ოპერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საჰაერო თავდაცვის ოპერაცია – მიზნების, ამოცანების, ადგილის და დროის მიხედვით შეთანხმებული საჰაერო თავდაცვის და საჰაერო ბრძოლების, ბატალიებისა და დარტყმების ერთობლიობა, რომელიც ეწყობა ერთიანი ჩანაფიქრით და გეგმით მოწინააღმდეგის საჰაერო შეტევითი ოპერაციის მოსაგერიებლად და ჩასაშლელად შესაბამის საჰაერო ან კოსმოსურ მიმართულებაზე (ერთ ან რამდენიმე საჰაერო-საოპერაციო მიმართულებაზე). ჩვეულებრივ, წარმოადგენს მოწინააღმდეგის საჰაერო-კოსმოსური თავდასხმის მოსაგერიებელი სტრატეგიული ოპერაციის შემადგენელ ნაწილს.

საჰაერო თავდაცვის ოპერაცია შეიძლება მოიცავდეს საჰაერო თავდაცვის ზონის საბრძოლო მოქმედებებს (ოპერაციას), საჰაერო თავდაცვის (საჰაერო) ბატალიებსა და ბრძოლებს; ასევე – სარაკეტო-კოსმოსური თავდაცვის ჯარების საინფორმაციო-სადაზვერვო და საბრძოლო მოქმედებებს, ავიაციის, სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის დარტყმებს. გარდა ამისა, მოიცავს დაჯგუფების სადაზვერვო-დამრტყმელი კომპლექსების, ფლოტის ძალების დამსწრებ და საპასუხო შეტევებს.

საჰაერო თავდაცვის ოპერაციის ყველაზე მკაფიოდ გამოხატულ ხასიათს ატარებდა საჰაერო თავდაცვის ჯარების და ძალების საბრძოლო მოქმედებები II მსოფლიო ომის დროს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები