საჰაერო ოპერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საჰაერო ოპერაცია − მიმდინარეობს შეიარაღებული ძალების სხვა სახეობების (ჯარების, გვარეობების) შენაერთებთან (ნაწილებთან) ურთიერთმოქმედებით. რამდენიმე საავიაციო გაერთიანების მიერ წინასწარ მომზადებული მასირებული საავიაციო დარტყმების, საჰაერო ბრძოლების და საბრძოლო მოქმედებების ერთობლიობა. ხორციელდება ერთიანი ჩანაფიქრითა და გეგმით მოკლე ვადაში ოპერატიული ან სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.

საჰაერო ოპერაციის მიზანია:

  • დააზიანოს მოწინააღმდეგის ძალების დიდი დაჯგუფებები (სატანკო და მოტოქვეითი, საზღვაო, საავიაციო, ბირთვულ-სარაკეტო, საჰაერო თავდაცვის);
  • დაანგრიოს სამხედრო-სამრეწველო ობიექტები, მოშალოს სამხედრო და სახელმწიფო მართვა;
  • გაანადგუროს ოპერატიული და სტრატეგიული რეზერვები;
  • ჩაშალოს მოწინააღმდეგის გადაზიდვები.

საჰაერო ოპერაცია, როგორც წესი, არის ერთობლივი ოპერაცია სამხედრო-საჰაერო ძალების გადამწყვეტი როლის პირობებში.

ამ ოპერაციის დამახასიათებელი ნიშნებია:

  • მიზანდასახულობა და ავიაციის ძალების კონცენტრაცია;
  • ოპერაციებში შეიარაღებული ძალების სხვა სახეობის (ჯარების გვარეობების) შენაერთების ნაწილების აქტიური მონაწილეობა და მათ შორის მკაფიო ურთიერთქმედება;
  • დიდი სივრცობრივი გაქანება;
  • ინტენსიური რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში ძირითადი ამოცანების გადაწყვეტის ხერხების მრავალფეროვნება;
  • განუწყვეტელი, საგულდაგულოდ ორგანიზებული ბრძოლა მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის გასანადგურებლად;
  • მოწინააღმდეგის ობიექტების (მიზნების) დაზვერვის, დანაღმვის და დაზიანებისათვის უპილოტო საფრენი აპარატების და მაღალი სიზუსტის საავიაციო და სარაკეტო იარაღის ფართო გამოყენება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები