სერბეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერბეთის დროშა

სერბეთი - (Србија - ლათინური Serbia, სერბეთის რესპუბლიკა), სახელმწიფო ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. მდებარეობს კარპატების და ბალკანეთის ცენტრალურ ნაწილში, ზღვაზე გასასვლელის გარეშე.

ფართობი – 102,3 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 10,8 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – სერბული.

დედაქალაქი - ქ. ბელგრადი.

ადმინისტრაციულად იყოფა 2 ავტონომიურ ოლქად (კოსოვო და ვოევოდინა).

სერბეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა.

სახელმწიფოს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, საკანონმდებლო ძალაუფლებააქვს ეროვნულ ასამბლეას, აღმასრულებელი - პრეზიდენტს და მთავრობას.


XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც იუგოსლავიის ფედერაციულ-სოციალისტური რესპუბლიკა დაიშალა ეთნიკურ წარმონაქმნებად, სერბეთმა და მონტენეგრომ (ჩერნოგორიამ) შექმნეს იუგოსლავიის საკავშირო რესპუბლიკა.

2006 წელს ურთიერთშეთანხმებით და რეფერენდუმის საფუძველზე იუგოსლავიის საკავშირო რესპუბლიკა დაიშალა სერბეთისა და მონტენეგროს (ჩერნოგორიის) დამოუკიდებელ რესპუბლიკებად.

სერბეთი ინდუსტრიულაგრარული ქვეყანაა. ეკონომიკა ძირითადად ორიენტირებულია ექსპორტზე. არის ხილის კონსერვების მოწინავე ექსპორტიორი ევროპაში. განვითარებულია საერთაშორისო ტურიზმი.

სამდინარო პორტები (დუნაიზე): ბელგრადი, ნოვი-სადი.

საერთაშორისო აეროპორტი -ბელგრადი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგნლობით 29 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 24,5 ათ., სამხედრო-საჰაერო 4,5 ათ. და რეზერვი - 100 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები