სექტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სექტა - ლათინური სიტყვა „secta“ სკოლას, სწავლებას ნიშნავს. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად იგი მომდინარეობს სიტყვიდან sequi-მიმდევრობა. თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრებაც. ამ უკანასკნელის მიხედვით, მის საფუძველს წარმოადგენს არა სიტყვა sequi, არამედ „secare” რაც გამოყოფას, გამოცალკევებას აღნიშნავს.

ანტიკურ ეპოქაში სექტებს უწოდებდნენ ფილოსოფიურ სკოლებს, რომელთა შეხედულებები განსხვავდებოდა საყოველთაოდ აღიარებული და გაზიარებული მოძღვრებისაგან. თეოლოგიური და ეკლესიოლოგიური პოზიციითაც, სექტა ეწოდება ეკლესიასთან დაპირისპირებულ ორგანიზაციას, რომელიც უგულვებელყოფს დანარჩენი საზოგადოების ღირებულებებს და კონფლიქტშია ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებთან.

სექტანტობის საფუძველი არის ერესი (მწვალებლობა) და სქიზმა (რასკოლი). პირველი ეკლესიის ერთიან მოძღვრებასთან (დოგმატთან) დაპირისპირებას, ე.ი. ახალ თეორიას, ახალ თვალსაზრისს, წვალებას ნიშნავს, მეორე- კანონიკისა და ლიტურგიკის, ე.ი. სარწმუნოებრივი ცხოვრების (პრაქტიკის) წეს-განგებათა საფუძველზე აღმოცენებულ უთანხმოებას, რომელიც ეკლესიის გაყოფით მთავრდება. სექტა, როგორც წესი, ერესის ნიშნებსაც შეიცავს და სქიზმისასაც ანუ ეკლესიასთან მოძღვრებითაც დაპირისპირებულია და ორგანიზაციითაც. რადგან სექტა წინააღმდეგობაშია იმ საზოგადოებასთან, სადაც ეკლესია ბატონობს, მისი წევრები საზოგადოებრივ საქმიანობაში მეტწილად არ მონაწილეობენ; ემიჯნებიან განათლების სისტემას (სახელმწიფო სასწავლებლებს), ზურგს აქცევენ კულტურულ ღონისძიებებს, უარს ამბობენ თეატრზე, მუსიკაზე, სპორტზე და ა.შ. ასე ყალიბდება სექტანტური ცნობიერება, რაც, ცხადია, მხოლოდ კონკრეტული სექტების პრობლემა არ არის. ასეთი ცნობიერება ეკლესიაშიც ადვილად იკიდებს ფეხს და მის წიაღში სექტანტურ ჯგუფებს აყალიბებს, - სექტანტურ ცნობიერებას ნერგავს. ნ. სმელზერი სექტის კლასიკურ ნიმუშად „იეჰოვას მოწმეებს“ ასახელებს, აგრეთვე მორმონებს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები