სვიმონ კანანელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სვიმონ კანანელი

წმ. მოციქული სვიმონ კანანელი - ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. წმ. მოციქული სვიმონი ცხოვრობდა გალილეის კანაში და ამიტომ ცნობილია, როგორც - სვიმონ კანანელი. მას არ სჯეროდა იესო ქრისტეს ღვთაებრიობა, სანამ იესო ქრისტემ სვიმონის ქორწილში წყალი ღვინოდ არ გადააქცია. ეს იყო ქრისტეს მიერ ჩადენილი პირველი სასწაული, რომელიც ღმრთისმშობლის თხოვნით მოახდინა. ამის შესახებ იოანე თავის სახარებაში წერს: „ესე ქმნა დასაბამად სასწაულთა იესუ, კანას გალილეასა და გამოუცხადა დიდება თვისი და ჰრწმენა მისი მოწაფეთა მისთა“. (იოანე 2-11) ამ სასწაულით იწამა წმიდა მოციქულმა სვიმონმა ქრისტე ღმერთად და გახდა მისი ერთი 12 მოწაფეთაგანი.

მოციქული სვიმონ კანანელი ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას იუდეაში, ეგვიპტეში, ლივიაში, კირინეასა და ბრიტანეთში. ბოლოს ჩამოვიდა საქართველოში და აფხაზეთში წამებით აღესრულა ქრისტესათვის. დასაფლავებულია ქ. ნიკოპსიაში, ახალი ათონის მთაზე, სოხუმთან ახლოს. მისი გარდაცვალების წელი დაუდგენელია.

მე-19 საუკუნეში წმიდა სვიმონ კანანელის სახელზე ახალი ათონის მთაზე - სოხუმსა და ბიჭვინთას შორის - ააგეს მონასტერი. დღემდე კარგადაა შემონახული გამოქვაბული, სადაც თავს აფარებდა წმიდა მოციქული სვიმონ კანანელი. მისი ხსენების დღედ აღიარებულია 10 მაისი (ახალი სტილით კი 23 მაისი). ასევე მოიხსენიება ახ. სტილით 12 ივლისს ყველა მოციქულთან ერთად.





წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილის, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები