სიბილ სიუექ თიუიმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიბილ სჲუექ თჲუჲმე (ბალყ.-ყარაჩ. Сибил сюмек тюйме – „ჯადოსნური ძვლის ღილი“) – ლეგენდარული მონადირე ბათირბექის, სოფ. ჟაფირთალას მკვიდრის, მაგიური ძალის მქონე ღილი, რომლის დახმარებით ნადირის დანახვა ღრმა ხეობაში, უღრან ტყეში, მთებისა და კლდეების მწვერვალზე ღამითაც კი შესაძლებელი იყო. ბათირბექის მოშურნეებს ამ ღილის დაუფლება სურდათ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ. მათი გამოჩენისთანავე ღილი იმწამსვე უკვალოდ ქრებოდა და მოშურნეთა არყოფნის ჟამს კვლავ ბათირბექთან ბრუნდებოდა.


ლიტერატურა

Кудаев М. Язык охотника // Минги Тау. Нальчик, 2010, № 7.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები