სიდამონ-ერისთავი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი სიდამონ-ერისთავი

სიდამონ-ერისთავი გიორგი - (26.VIII.1865, თბილისი - ?) - იურისტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი.

უმაღლესი იურიდიული განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო. 1890 წლიდან მუშაობდა პეტერბურგის სასამართლოში. 1917 დროებითმა სამმართველომ პეტერბურგის მილიციის მთავარ იურისტკონსულტანტად დანიშნა, მალევე კი ქალაქის მილიციის უფროსად. 1917 წლის ივნისში მცირე ხნით შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. 1918 წლის სექტემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ სოხუმის საგანგებო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტში. 1920 წლის ნოემბერს დამფუძნებელმა კრებამ სენატორის უფლებამოსილება შეუწყვიტა.

სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია.

ბექა ქანთარია

ლიტერატურა

ბ. ქანთარია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სათავეებთან (1919-1921), თბ., 2004.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები