სილგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სილგა

სილგა − აჭარელი ქალის თავსაბურავი. იგივეა რაც ლეჩაქი.

მასალად გამოიყენებოდა მარმაშის ანდა აბრეშუმის თხელი ქსოვილი. ამკობდნენ მძივებით, ბისერებითა და კილიტებით, რომლითაც გამოყავდათ გეომეტრიული სახეები. სილგას ქსოვილის ხარისხი, ფერი და შემკულობა მფლობელის სოციალურ სტატუსსა და ოჯახურ მდგომარეობაზე მიანიშნებდა







ლიტერატურა

ხინთიბიძე, 2018

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები