ნოზაძე სიმონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სიმონ ნოზაძე-დან)
სიმონ ნოზაძე – დაიბადა 1953 წლის 23 მარტს ხაშური რაიონის სოფელ ფლევში.
განათლება – დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი; კორპორაცია „ლიგია და კომპანიის“ უნივერსიტეტი საერთაშორისო სავალუტო, საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობები და საბანკო საქმის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება
- „საქმთავარენერგოს“ თბილისის ელქსელების დიდუბის ქვესადგურის ელმონტიორის თანაშემჭე, ელმონტიორი (1971-1973)
- კიროვის ქარხანასთან არსებული (ჩარხმშენებელი) საკონსტრუქტორო ბიუროს კონსტრუქტორი (1978)
- 75-ე პროფტექნიკური სასწავლებლის კომკავშირის კომიტეტის მდივანი (1978-1979)
- საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის კომკავშირის მდივანი (1979-1982)
- სპი-ს ელექტროტექნიკის კათედრის ასისტენტი (1980-1983)
- თბილისის ორჯონიკიძის კპ რაიკომის ინსტრუქტორი (1982)
- საქ. სსრ სახ. უშიშროების კომიტეტი, საქ. უშიშრ. სამინისტრო, ოპერრწმუნებულიდან სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილემდე (1982-1994)
- საქ. სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე (1994-1998)
- სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე (1998-2002)
- შპს „ატლანტი - უსაფრთხოების სამსახური“, დირექტორი (2002-2006)
- სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთ. სამმართველოს უფროსი (2013-2014)
- სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსის კონსულტანტი (2015-2016)
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: მაჟორიტარი, ხაშურის №43 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო“, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ - ფრაქციის თავმჯდომარე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი.
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენი (01-04-2003)