სინაი (მთა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Sinas mTa.JPG

სინა - (ეგვიპ.) „კბილი“. მდებარეობს იმავე სახელწოდების უდაბნოში. აქ განუცხადა უფალმა მოსეს ათი მცნება და სხვა სამოქალაქო და საეკლესიო სჯულები (გამოსლვ. XIX-XXXIV თ.თ.). ეს მთა მდებარეობს სინას ნახევარკუნძულზე, რომელსაც სამი მხრიდან საზღვრავს მეწამული ზღვის ჩრდილო ნაწილი, ხოლო ჩრდილოეთ მხარეს გაჭრილია სუეცის არხი, შემაერთებელი აზიისა და აფრიკისა.

სინას მთაც კბილის ფორმისაა. იგი მართლმადიდებელ ქრისტიანთა თავშესაფარი გახდა იმ დროიდან (დაახლოებით მე-3 საუკუნიდან), როცა არაბების შემოტევა დაიწყო იერუსალიმზე. პირველი ეკლესია მე-3 საუკუნეში სინას მთაზე იმ ადგილას ააშენეს, სადაც მოსემ იხილა ცეცხლწაკიდებული მაყვლის ბუჩქი. მაყვლის ბუჩქი იქვე ახლოს გადანერგეს, რომ მშენებლობას არ დაეზიანებინა. აღსანიშნავია, რომ სინას მთაზე სხვაგან არსად არის მაყვალი.

მეექვსე საუკუნეში საბერძნეთის იმპერატორის, იუსტინიანეს დროს, სინას მთაზე აშენდა წმ. ეკატერინეს სახელობის ტაძარი. ქართველებმა კი სინას მთაზე დამკვიდრება დაიწყეს მე-9 საუკუნიდან, როცა არაბების შემოსევის გამო ქართველებმა დატოვეს პალესტინა. ერთ-ერთი ქართული ეკლესიის აგებას სინას მთაზე მიაწერენ წმ. დავით აღმაშენებელს. სწორედ ამ მონასტერშია ფრესკა, სადაც გვერდიგვერდ არიან დახატული წმ. გიორგი და წმ. დავით აღმაშენებელი. მე-15 საუკუნემდე სინას მთაზე მრავალი ქართველი მოღვაწეობდა. მე-15 საუკუნიდან კი სინას მთაზე მრავალი ქართველი მოღვაწეობდა. მე-15 საუკუნიდან კი სინას მთაზე მხოლოდ თითო-ოროლა ქართველი მოღვაწეღა დარჩა.

1984 წლის 26 მაისს სინას მთაზე ალექსანდრიისა და აფრიკის პატრიარქმა და პაპმა მიიწვია დიდი მეუფე ჩვენი, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი ილია II. უწმინდესმა სინას მთაზე აღმოაჩინა ძველი ქართული ხელნაწერებით სავსე რვა ყუთი, რომლებიც ელოდებიან ქართველი მეცნიერების მიერ მათ შესწავლასა და დახარისხებას.

ამჟამად სინას მთაზე აშენებულია ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია. მათ შორის გამორჩეულია წმიდა მოწამე ეკატერინეს ტაძარი, სადაც ასვენია მისი წმიდა ნაწილები. ამ ნაწილების უკეთ დასაცავად იმპერატორმა პეტრემ წარგზავნა მოოქროვილი ვერცხლის კუბო.

იხილე აგრეთვე

სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართული ხელნაწერები

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები