სინი (ჭურჭელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სინი

სინი - სამზარეულო ჭურჭელთა რიგს განეკუთვნება. სინი ძირითადად მზადდება სპილენძისა და თითბერისაგან. ფორმით სხვადასხვაგვარია. დამზადების ტექნიკის მიხედვით გამოჭედილია სპილენძის ერთი ან რამდენიმე ფურცლისაგან. ზომების მიხედვით ყოფაში სამი ზომის - დიდი, საშუალო, და პატარა სინი დასტურდება.

ყოფაში სინის რამდენიმე სახელწოდება მოწმდება:

  • სინი,
  • ლანგარი,
  • ლანგარდი,
  • თეფში-სინი,
  • ტაბაკ-ხონჩა და სხვა.

სინების განსაკუთრებულ ჯგუფს ქმნიან აღმოსავლური (სპარსული) სინები, რომლებიც რადიკალურად გამოირჩევიან ქართული სინებისაგან, როგორც ზომით, ასევე შემკულობით. სპარსული სინები ხელოვნების თვალსაჩინო ნამუშევრებია, მათი განსაკუთრებული სიდიდე გამოიწვია მუსულმანური ტრადიციული კერძის „ფლავის“ საერთო სინიდან ჭამის ჩვეულებამ.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები