სიფარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიფარი(ბაბილონ.) მზის მთავარი საკულტო ქალაქი ჩრდილო შუმერში.

შუმერულ „მეფეთა სიის“ თანახმად, სიფარი არის რიგით მეოთხე ქალაქი, სადაც დამკვიდრდა მეფობა, რომელსაც 28000 წლის მანძილზე ასრულებდა ვინმე ენმედურანა; აქედან მეფობა გადასულა წარღვნამდელი ცივილიზაციის უკანასკნელ ქალაქში, შურუფაქში. სხვა, ალბათ ადგილობრივი, ტრადიციით, სიფარს – „მარადიულ (ან დასაბამიერ) ქალაქს“ ენლილის განგებით არ შეხებია წარღვნის გამანადგურებელი ნიაღვარი. სიფარის გამორჩეულობას ადასტურებს წარღვნის ბაბილონური მითოსის ბერძნულ ენაზე შემორჩენილი ვერსია, რომლის მიხედვითაც წარღვნის წინ აქ იქნა ჩამარხული ბაბილონეთის მთელი ისტორიის („უწინარესი, შუა და უკანასკნელი ამბების“) შემცველი თიხის ფირფიტები, რათა წარღვნის შემდეგ ამოეთხარათ და მათ საფუძველზე აღედგინათ დაღუპული ცივილიზაცია.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები