სლოვაკეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სლოვაკეთის დროშა

სლოვაკეთი (Slovensko - სლოვაკეთის რესპუბლიკა), სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში, ყოფილი ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის ნაწილი.

ფართობი 49 ათ. კმ2.

მოსახლეობა 5,4 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – სლოვაკური.

დედაქალაქი - ქ. ბრატისლავა.

ადმინისტრაციულად იყოფა 8 მხარედ.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული საბჭო, აღმასრულებელი – მთავრობა.

ნატოს წევრი ქვეყანა. სუვერენიტეტი გამოაცხადა 1992 წლის 17 ივლისს ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკიდან გამოსვლით.

სარჩევი

ეკონომიკა

სლოვაკეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. განვითარებულია მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ქიმიური, საფეიქრო, კვების მრეწველობა.

სოფლის მეურნეობაში წამყვანი დარგია მიწათმოქმედება (მარცვლეული კულტურები, შაქრის ჭარხალი და სხვა).

სამხედრო მრეწველობა აწარმოებს ტანკებს, საარტილერიო სისტემებს და ტყვია-წამალს.

საერთაშორისო აეროპორტი

საერთაშორისო აეროპორტია ბრატისლავა.

შეიარაღებული ძალები

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 16,5 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 12,4 ათ., სამხედრო-საჰაერო 4,1 ათ. და რეზერვი – 20 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები