ასათიანი სოსიპატრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სოსიპატრე ასათიანი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოსიპატრე ასათიანი

ასათიანი სოსიპატრე - (1872, ქუთაისი - 1971, პარიზი) - პოლიტიკოსი და დიპლომატი. სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1905 წელს რევოლუციაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს ქუთაისში. 1907 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზებით, სხვა სოციალ-დემოკრატ პატიმრებთან (მათ შორის, ლეო ქიაჩელთან) ერთად გაიპარა ციხიდან და ემიგრაციაში წავიდა შვეიცარიაში. უმაღლესი იურიდიული განათლება შვეიცარიაში ყოფნის დროს, ჟენევის უნივერსიტეტში მიიღო. რუსეთის თებერვლის რევოლუციამდე ცხოვრობდა ჟენევაში.

1917 წელს დაბრუნდა საქართველოში. მცირე ხნით დაინიშნა ლეჩხუმისა და სვანეთის კომისრად. 1918 წლდან მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარგარეთის მისიებში. თავდაპირველად იყო წარგზავნილი უკრაინაში, ხოლო 1919 რუმინეთში გაიგზავნა საქართველოს წარმომადგენლად. 1919 წლის ბოლოდან შეუერთდა პარიზში მყოფ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციას, იყო დელეგაციის მდივანი. 1921 წლის 25 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც აკაკი ჩხენკელმა ოფიციალური რწმუნებათა სიგელი გადასცა საფრანგეთის პრეზიდენტს ალექსანდრ მილიერანს, იკავებდა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის თანამდებობას.

1933 წლამდე მანამ, სანამ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ოფიციალური სტატუსი გააჩნდა, იკავებდა საელჩოს პირველი მდივნის პოსტს. საელჩოს გაუქმების შემდეგ, 1933-1947 წლებში, იყო საელჩოს ნაცვლად შექმნილი „ქართული ოფისის“ დირექტორი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ემიგრაციაში მყოფ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობაში. იყო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივის შემნახველი კომისიის წევრი. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • გ. შარაძე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბ., 2003;
  • ენც. „საქართველო“, „სოსიპატრე ასათიანი“, თბ., 1997.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

სოსიპატრე ასათიანი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები