სოციალური პოტენციალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოციალური პოტენციალი - საზოგადოების სოციალური განვითარების ხასიათი და დონე, მისი შემადგენელი ჯგუფების და ფენების შინაგანი ერთიანობის ხარისხი. ისინი განსაზღვრავენ სახელმწიფოს შესაძლებლობებს და უნარს, გადაწყვიტოს მის წინაშე მდგარი ამოცანები.

სოციალური პოტენციალის სფეროებს წარმოადგენს: საზოგადოების სოციალური სტრუქტურა, სოციალური კავშირები, ცხოვრების დონე და ხარისხი, პიროვნების სტატუსი.


სამხედრო სფეროში სოციალური პოტენციალი გამოიხატება მოსახლეობის ფართო მასების დამოკიდებულებით სახელმწიფოს სამხედრო პოლიტიკის და მშენებლობისადმი, მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისადმი; საზოგადოებაში არმიის ადგილით, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების შინაარსით და ხასიათით, სამხედრო სამსახურისა და სამხედრო მოსამსახურეების პრესტიჟით; ქვედანაყოფების და ნაწილების სამხედრო კოლექტივების, მთლიანად შეიარაღებული ძალების შინაგანი შეკავშირებით.

სხვა პოტენციალებისაგან განსხვავებით, სოციალური პოტენციალ სახელმწიფოს იმ შესაბამისი მატერიალური და სულიერი ძალების ნაწილი კი არ არის, რომლებიც ხმარდება სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მიღწევას, არამედ წარმოადგენს საფუძველს, რომელზეც ყალიბდება სამხედრო ძლიერების კომპონენტები. მათ განეკუთვნება სახელმწიფოს თავდაცვითი ამოცანების გადასაწყვეტად მასების მობილიზაციის და ორგანიზაცების შესაძლებლობა, მოსახლეობის სამხედრო-პატრიოტული აქტიურობა.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები