სოხუმის სტელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოხუმის სტელა.
დაცულია სოხუმის მუზეუმში

სოხუმის სტელა - წარმოადგენს საფლავის ქვას, იგი მარმარილოსგან არის დამზადებული და აღმოჩენილია 1953 წელს მდ. ბესლეთისა და შავი ზღვის შესართავთან, ამჟამად ზღვით დაფარული უძველესი ქალაქის ნაწილში.

სტელა (სიმაღლე 157 სმ; სიგანე 92 სმ) ოთკუთხაა, სამფიგურიანი. მიცვალებული გამოხატულია სავარძელში მჯდომარე პოზაში. მარჯვენა ხელი მოხვეული აქვს ყმაწვილზე, რომელიც მის მუხლებთანაა დაჩოქილი. უკანა ფონზე გამოსახულია ანტიკურ პეპლოსში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მარცხენა ხელში უჭირავს პატარა ყუთი, სავარაუდოდ, მიცვალებულისთვის ჩასატანებელი სამკაულით. მიიჩნევა, რომ ეს არის მიცვალებულთან გამოთხოვების სცენა. მთელი კომპოზიცია, დეკორი, დამზადების ტექნიკა ტიპურია ადრეანტიკური ხანის ხელოვნებისთვის და დათარიღებულია ძვ.წ. 430-420 წლებით. სტელის მთელი კომპოზიცია ანტიკური გავლენითაა შექმნილი, აშკარაა, რომ სტელა დამზადებულია ბერძენისთვის და განთავსებული იყო მის საფლავზე, რაც სოხუმში ბერძენ მოახალშენეთა მნიშვნელოვანი კასტის არსებობას ადასტურებს.

აღმოჩენის ადგილი

საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, სოხუმის მუნიციპალიტეტი, მდინარე ბესლეთის მახლობლად.

ამჟამინდელი მდგომარეობა

სტელა ინახება სოხუმის მუზეუმში. მისი შესწავლა ვერ ხერხდება, რადგან ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ.




წყარო

კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები