სპარტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპარტა - ლაკედემონი - ქალაქ-სახელმწიფო, ხოლო ძვ.წ. VI–I საუკუნეებში – სახელმწიფო, პელოპონესში, სამხრეთ საბერძნეთში.

ძვ.წ. VI საუკუნის ბოლოს სპარტას სათავეში ჩაუდგა პელოპონესის კავშირს, მონაწილეობდა ბერძენ-სპარსელთაომებში (ძვ.წ. 500–449). პელოპონესის ომში (ძვ.წ. 431–404) დაამარცხა ათენი და მიაღწია საბერძნეთში ჰეგემონობას, რაც დაკარგა თებელებთან ომში დამარცხების შემდეგ (ლევქტრა).

146 წელს სპარტა რომის მორჩილებაში მოექცა შეზღუდული უფლებებით, ხოლო ძვ.წ. 27 წლიდან შევიდა რომის პროვინციის აქაიის შემადგენლობაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები