სტრატეგიული თავდაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტრატეგიული თავდაცვა - შეიარაღებული ძალების საომარი მოქმედებების სახეობა, რომელიც გამოიყენება მოწინააღმდეგის სტრატეგიული დაჯგუფებების შეტევის მოსაგერიებლად და მათთვის დიდი დანაკარგების მისაყენებლად, ასევე – საკუთარი სახელმწიფოს (სახელმწიფოთა კოალიციის) ტერიტორიის საარსებო მნიშვნელობის რაიონების შესანარჩუნებლად, სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდებისთვის (შეტევაზე გადასასვლელად) პირობების შესაქმნელად.

ამავე დროს სტრატეგიული თავდაცვა გულისხმობს შეიარაღებული ძალების გაშლის დასრულებას, ჯარების (ძალების) დაჯგუფებების ბრძოლისუნარიანობის აღდგენისათვის დროის მოგებას, საომარი მოქმედებების მეორეხარისხოვან თეატრებზე (სტრატეგიულ მიმართულებაზე) ძალების დაზოგვას, მთავარ მიმართულებაზე უპირატესობის მოსაპოვებლად.

ს.თ. შეიძლება წარმოებდეს ომის დასაწყისში ან მსვლელობისას, მთელ ფრონტზე, ან სტრატეგიულ მიმართულებაზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები