სტრატეგიული მიმართულება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტრატეგიული მიმართულება

1. რეგიონის ტერიტორიის ნაწილი მიმდებარე აკვატორიებით და საჰაერო სივრცით, რომლის ფარგლებშიც მდებარეობს სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური, სამხედრო და ადმინისტრაციული ცენტრები. აქ ომის (შეიარაღებული კონფლიქტის) დროს შეიძლება განლაგდნენ და აწარმოონ საომარი მოქმედებები შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიულმა დაჯგუფებებმა. მშვიდობიანიობის დროისათვის გეოსტრატეგიული სივრცის თანამედროვე დაყოფის ელემენტი.

სტრატეგიული მიმართულება იყოფა მიმართულებებად.

2. საომარი მოქმედებების თეატრის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც განლაგდებიან და გაიშლებიან, ხოლო ომის დროს აწარმოებენ ოპერაციებს მეომარი მხარეების შეიარაღებული ძალების სახეობების მსხვილი დაჯგუფებები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები