სტრატეგიული ოპერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტრატეგიული ოპერაცია - შეიარაღებული ძალების სახეობების გაერთიანებების და შენაერთების მიზნის, ამოცანების, ადგილისა და დროის მიხედვით შეთანხმებული და ურთიერთდაკავშირებული დარტყმების, ოპერაციებისა და საბრძოლო მოქმედებების ერთობლიობა.სტრატეგიული ოპერაცია ხორციელდება ერთდროულად და თანამიმდევრულად, ერთიანი ჩანაფიქრითა და გეგმით სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მოქმედებების ფორმა.

სტრატეგიული ოპერაციის მოწყობა დაიწყო I მსოფლიო ომის წლებში. II მსოფლიო ომის დროს განვითარდა სტრატეგიული მოქმედების ახალი ფორმა - დაჯგუფების ოპერაცია (ზოგი ქვეყნის არმიაში - არმიების ჯგუფის ოპერაცია). ის მოიცავდა ერთიანი ჩანაფიქრითა და უმაღლესი მთავარსარდლობის ხელმძღვანელობით გაერთიანებულ რამდენიმე დაჯგუფების (არმიის) ერთდროულ ოპერაციას.

სტრატეგიული შეტევითი ოპერაციის მიზნებს აღწევდნენ სხვადასხვა ხერხით, როგორიც არის მოწინააღმდეგის დიდი დაჯგუფებების ალყაში მოქცევა და თანამიმდევრული განადგურება; სტრატეგიული ფრონტის გაკვეთა და იზოლირებული დაჯგუფებების ნაწილ-ნაწილ განადგურება და სხვა.

შეიარაღებული ძალების ბირთვული იარაღით, რაკეტებით, რაკეტმზიდი ავიაციით, ბირთვული წყალქვეშა ნავებითა და სხვა ტექნიკით აღჭურვამ, ჯარების მობილურობის მკვეთრმა ზრდამ, დამრტყმელი დაჯგუფებების თავმოყრის ვადების შემცირებამ განაპირობა ის, რომ სტრატეგიული მოქმედებების წინანდელი ფორმები აღარ შეესაბამებოდა ახალ პირობებს.

სტრატეგიული მოქმედებების ძირითად ფორმად უკვე განიხილავდნენ სტრატეგიული ოპერაციას საომარი მოქმედებების კონტინენტურ (საოკეანო) თეატრზე. მის განსახორციელებლად საჭირო იყო რამდენიმე დაჯგუფების (ფლოტის, არმიების ჯგუფის), სტრატეგიული ბირთვული ძალების, საავიაციო გაერთიანებების, საჰაერო თავდაცვის ჯარების ძალისხმევა. საომარი მოქმედებების კონტინენტურ თეატრზე სტრატეგიული ოპერაციის დროს თითოეული დაჯგუფების (არმიების) ძალებით შეიძლება თანამიმდევრულად განხორციელდეს ორი და მეტი ოპერაცია. გარდა ამისა, შეიძლება განხორციელდეს სტრატეგიული ოპერაცია მოწინააღმდეგის საჰაერო-კოსმოსური თავდასხმის მოსაგერიებლად, ბირთვული ძალების ოპერაცია ბირთვულ ომში, საჰაერო, საომარი მოქმედების საოკეანო თეატრის სტრატეგიული ოპერაციები და სხვა.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები