სტრატეგიული რაიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტრატეგიული რაიონი - პლანეტის ზედაპირის გეოგრაფიულად განცალკევებული ნაწილი, რომლის ფარგლებშიც ვლინდება ან შეიძლება შეხების ობიექტი გახდეს სახელმწიფოს ინტერესები. სტრატეგიული რაიონი არის მშვიდობიანი დროისათვის გეოსტრატეგიული სივრცის თანამედროვე დაყოფის ელემენტი იმ პირობების და ფაქტორების შესწავლის მიზნით, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ შეიარაღებული ბრძოლის მიმდინარეობასა და შეიარაღებული ძალების გამოყენების კონკრეტულ დაგეგმვაზე.

სტრატეგიული რაიონები არის კონტინენტური (კონტინენტის ნაწილი ან კონტინენტი მთლიანად სანაპირო აკვატორიებითა და საჰაერო-კოსმოსური სივრცით) და საოკეანო.

კონტინენტური სტრატეგიული რაიონები იყოფა რეგიონებად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები