სტრატეგიული ხელმძღვანელობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტრატეგიული ხელმძღვანელობა - უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ორგანოების საქმიანობა შეიარაღებული ძალების მართვისათვის. სტრატეგიული ხელმძღვანელობის ობიექტია მთლიანად შეიარაღებული ძალები და მათი სტრატეგიული დაჯგუფებები.

ძირითადი არსია:

  • გადაწყვეტილებების მომზადება და მიღება შეიარაღებული ძალების საქმიანობის ყველა დარგში მშვიდობიანობის და ომიანობის დროს (მიზნებისა და ამოცანების, მათი შესრულების ხერხების განსაზღვრა, ადამიანების, მატერიალური და საფინანსო რესურსების უზრუნველყოფა);
  • ამოცანების დასახვა შეიარაღებული ძალებისა და მათი სტრატეგიული დაჯგუფებებისათვის;
  • გადაწყვეტილებათა სარეალიზაციოდ მომზადება (შეიარაღებული ძალების დაჯგუფებების შექმნა, მათი მომზადება, ურთიერთქმედებისა და ყოველმხრივი უზრუნველყოფის ორგანიზაცია);
  • შეიარაღებული ძალების მართვა საომარი მოქმედებების დროს, მათი ძალისხმევის წარმართვა დასახული მიზნების მისაღწევად.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები