სუბდურული ჰემატომა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუბდურული ჰემატომა - ვითარდება, უპირატესად, ხანდაზმულ ასაკში ძირს დაცემის შედეგად, განსაკუთრებით ალკოჰოლიზმთან დაკავშირებულ შემთხვევებში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ანამნეზში ტრავმის არსებობა ხშირად გამორჩენილია. მოცულობითი ჰემატომის განვითარებას თან ახლავს კომა და ცნობიერების ფლუქტუაცია, ჰემიპარეზი ან ოკულომოტორული ნიშნები. უფრო სავარაუდოა, რომ ფსიქიატრს ქრონიკულმა პაციენტებმა მიაკითხონ; მათ, ვისაც თავის ტკივილი, ადვილად დაღლა, კონცენტრაციის დაქვეითება, აუხსნელი სომატური ჩივილები და გარდამავალი ცნობიერების პათოლოგია აღენიშნებათ. ასეთ პაციენტებს იშვიათად აქვთ ლოკალური ნევროლოგიური ნიშნები. ნეიროდეგენერაციული პროგრესირებადი დემენციის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია სათანადოდ შეფასდეს მდგომარეობა, ვინაიდან ჰემატომის ქირურგიული გზით ევაკუაციის დროს შესაძლებელია სიმპტომთა რევერსია.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები