სუდანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სუდანის დროშა

სუდანი - (Sudan - სუდანის რესპუბლიკა), სახელმწიფო ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში. ქვეყანას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაღვრება წითელი ზღვა.

ფართობი 2,5 მლნ. კმ2.

მოსახლეობა 41 მლნ. კაცი (2012). აქედან არაბები 50 %, დანარჩენი - ნუმიდიელები და სხვა.

ოფიციალური ენა – არაბული.

დედაქალაქი - ქ. ხართუმი.

ადმინისტრაციულად იყოფა 9 შტატად.

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული ასამბლეა, თანამედროვე სუდანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა 1956 წელს.

დაპირისპირებამ ჩრდილოეთში მცხოვრებ მუსლიმანთა და სამხრეთელ ქრისტიანებს შორის გამოიწვია სამოქალაქო ომი, რომელიც პერმანენტულ სამხედრო გადატრიალებებსა და სამოქალაქო შეტაკებებში გადაიზარდა.

სუდანი სუსტად განვითარებული აგრარული ქვეყანაა. ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს მცენარეული კულტურების მოყვანა.

საზღვაო პორტებია: პორტ-სუდანი, სუაკინი.

საერთაშორისო აეროპორტი - ხართუმი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 109,3 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 105 ათ., სამხედრო-საჰაერო 3 ათ. და სამხედრო-საზღვაო 1,3 ათ..დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები