სულაქველიძე თენგიზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თენგიზ სულაქველიძე

თენგიზ სულაქველიძე — (დ. 23 ივლისი, 1956, ქუთაისი), ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველი, მცველი. თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში” (1974-­78), თბილისის „დინამოსა” (1978-­88) და „ჰოლმსუნდში” (შვედეთი). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი (2 გოლი). ევროპის ჩემპიონატის მეორე (1988) და ოლიმპიური თამაშების მესამე (1980, მოსკოვი) პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1982). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 279 მატჩი (21 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1981). სსრკ თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980). იყო საქართველოს ასაკობრივი ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები