სულეთის ღმერთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სულეთის ღმერთისაიქიოს გამგებელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა მითოლოგიაში. იგი სულეთის ყველაზე მაღალ ადგილზე – კამალაზე – ზის და ასე განაგებს იქაურობას. სულეთის ღმერთი აწესებს საიქიოში ახალი სულის სამყოფს, არეგულირებს სამზეოსა და სულეთს შორის ურთიერთობის საკითხებს და სხვ. მას ემორჩილებიან: ბედის მწერლები, მგებრები, მეგვამენი, მესულთანე, საიქიოს გაცდელნი, ბჭენი|| რჯულის კაცები, ანდაბის უფროსი, სულეთის კარის ყარაული.

სულეთის ღმერთი, როგორც ეს ნასულეთარი ტექსტებიდან ჩანს, მორიგე ღმერთს ემორჩილება, რაც, სხვა მონაცემებთან ერთად, ზოგ მკვლევარს იმ ვარაუდის დაშვების საფუძველს აძლევს, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიელების ასტრალურ ღვთაებათა პანთეონში მეორე ადგილზე მდგომი და მორიგე ღმერთის მორჩილი მზე||მზექალი||დღედღესინდელი იმავდროულად საიქიოს გამგებელიც იყო (ამ ფრიად საყურადღებო თვალსაზრისთან შეუთავსებელი ჩანს გ. კოპალეიშვილის მასალა, რომლის თანახმად, სულეთის ღმერთი არის თეთრწვერა მოხუცი, ხელში ოქროს კვერთხი უჭირავს და ზის ოქროს ტახტზე, რომელიც მაღალ სვეტზე დგას). სულეთის ღმერთი ზოგჯერ ქრისტეს სახელითაც იხსენიება.


ლიტერატურა

  • დ. გიორგაძე. წარმოდგენები საიქიოზე ხევსურეთში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. XXI. თბ., 1981, გვ. 137-144;
  • გ. კოპალეიშვილი. წარმოდგენები საიქიოზე ხევსურეთში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. XXI. თბ., 1981, გვ. 209;
  • В. В. Бардавелидзе. Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен. Тб., с. 55.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები