სუმუკანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუმუკანი(ბაბილონ.) ცხოველთა მეუფე ან ნადირთ ბატონი; მწყემსავს და იფარავს გარეულ მხეცებს და თავადაც ცხოველური ნიშნებით არის წარმოდგენილი როგორც მითოსში, ისე სახვით ხელოვნებაში (ფაჩვნიერი პირველკაცი ენქიდუ „ატარებს სუმუკანის სამოსელს“). მასზეა დამოკიდებული ყოველგვარი სახის გარეული პირუტყვის გამრავლება; ჯოგის განაყოფიერება სუმუკანის ძალით ხდება, რაკი იგი ატარებს ყოველი სულდგმულის თესლს: „მოგიყვან ბატკანს, რომელსაც ნერბი ჯერ არ შეხტომია, რომლის საშოში არ შესულა სუმუკანის თესლი“; „...სუმუკანი ამაკებს თავის ჯოგს, როგორც სათესი მანქანა ანაყოფიერებს დედამიწას და დედამიწა იღებს მის თესლს“.

როგორც ნაყოფიერების ღვთაება, იგი ხთონური ბუნებისაა და მას ვხვდებით ქვესკნელის ბინადართა შორის. ერთ სამედიცინო რიტუალურ ტექსტში ისმის ეხო სუმუკანის, როგორც მოკვდავი და აღმდგარი ღვთაების, მითოსისა. თითქოს იგი იშთარს უნდა ამოჰყავდეს ქვესკნელიდან. სნეული, რიტუალური აზრით მკვდარი, გაიგივებულია ქვესკნელში მყოფ სუმუკანთან და ამ უკანასკნელის „გაცოცხლება“ სნეულის განკურნების საწინდრად არის მიჩნეული. როგორც ქართული მითოლოგიის ოჩოპინტრე, იგიც იწოდება „ნადირთ მწყემსად“. ამავე დროს იგი არის „მთიანეთის მეფე“ და მთებში მღერის ალალას სიმღერას.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები