სურამელი ბეგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეგა სურამელი (იგივე „სალინ ბეგი“) - ძე გრიგოლ სურამელისა; ქართლის ერისთავი და მსახურთუხუცესი 1260-1280/90-იან წწ-ში. რატი (II) სურამელისა და ჰამადა სურამელის მამა.

ბეგა ყოფილა დავით ნარინის „თანშეზრდილი“, რის გამოც რუსუდანმა თავის ძეს ურდოში თან გააყოლა. პატრონთან ერთად ბეგა მონაწილეობდა ულო ყაენის ყველა ბრძოლაში და შემდგომ, ნახჭევანს მყოფი, დავით ნარინთან ერთადვე გაეპარა ულო ყაენს დასავლეთ საქართველოში. ბეგა „კეთილმოყვრობით“ იყო დაკავშირებული დასავლეთ საქართველოს წარჩინებულ გვარებთან - მისი ასული ხუაშაქი ცოლად ჰყავდა ოდიშის ერისთავ ბედიან დადიანს.


წყაროები და ლიტერატურა

  • ჟამთააღმწერელი 1959: 206, 220, 284, 286, 296, 298;
  • ქისკ 1984: 165-166;
  • ქსე (9) 1985: 609.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები