სურინამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სურინამის დროშა

სურინამი (Suriname - სურინამის რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე.

ფართობი - 163,3 ათ. კმ2

მოსახლეობა - 524,3 ათ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ჰოლანდიური.

დედაქალაქი - ქ. პარამარიბო.

ადმინისტრაციულად იყოფა 9 ოლქად.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო– ეროვნული ასამბლეა, აღმასრულებელი – მთავრობა.

სურინამი დამოუკიდებელი ქვეყანაა 1954 წლიდან.

ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ბოქსიტის მოპოვება და დამუშავება, ალუმინიუმის წარმოება.

ძირითადი საზღვაო პორტი და საერთაშორისო აეროპორტია - პარამარიბო.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 1,84 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 1,4 ათ., სამხედრო-საჰაერო 0,2 ათ. და სამხედრო-საზღვაო 0,24 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება ნებაყოფლობით.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები