სუუიჩმეზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუუიჩმეზ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Сууичмез – „წყლის არმსმელი“) – კალოზე მარცვლეულის გამნიავებელი ქარის მფარველი სული ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. არაჩვეულებრივად ლამაზი ქალიშვილი სუუიჩმეზი ვარსკვლავივით ბრწყინავს, იმყოფება ზეცაშიც და მიწაზეც, მუდამ მხიარული და საოცრად შრომისმოყვარეა. იკვებება მოცვითა და თაფლით. ცეკვისას სუუიჩმეზი ციბრუტივით, ქარზე უსწრაფესად ტრიალებს. ცეკვა „სუუიჩმე სუუიჩმეზი“ მხოლოდ ქალიშვილების მიერ სრულდებოდა. ცეკვის დაწყების წინ გოგონა ხელში იღებდა თითისტარს და ატრიალებდა. მას დანარჩენები უერთდებოდნენ და ცეკვავდნენ.


ლიტერატურა

Кудаев М. Ч. Карачаево-балкарская этнохореография и символика. Нальчик, 2003.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები