სუუ-ანასი სიუიმასანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუუ-ანასი სჲუჲმასან-ი (ბალყ.-ყარაჩ. Суу-Атасы Сюймабек – „წყლის მამა სჲუჲმაბექი“ / Хан Сюйма – „ბატონი სჲუჲმა“, Суу-Анасы Сюймасан – „წყლის დედა სჲუჲმასანი“) – წყლისა და წყლის სტიქიის მფარველი სულები ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. ჰყავთ შვილები (ქალ-ვაჟები). სწირავდნენ ერბოში გამომცხვარ 9 ღვეზელს და შემდეგი სახის ლოცვას წარმოთქვამდნენ:

წყლის მამა სჲუჲმაბექ, მწამს შენი ღვთაებრიობის, ნუ დაგვახრჩობ ზღვის ტალღებით, ნუ გააბრიყვებ შენს მოხუც დედას, ლურჯი ხარი ნუ გააშავე, საწყალი ხალხი გასაჭირში ნუ ჩააგდე, იყავ მწყალობელი, აულის სახნავზე აქლემივით იყავ (დაუღლელი) ხოლო თუ არ იქნები, ჯერ-სუუმაჲსთან გავიქცევი („ჯერ-სუუმაჲ“), შენი საქმეების საპირისპირო საშუალებას ვიპოვი, ცრემლებს (ჩივილს) ვერ მოესწრები, სჲუჲმასანთან წახვალ, ნაპირზე ვირებთან დარჩები, მე უარი ვთქვი ამაზე, ღვეზელები გამოვაცხვე, სალოცავთან დავტოვე.

გვალვების ჟამს, წვიმის გამოწვევის მიზნით, ქალები გომბეშოებს მორთავდნენ და სუუ-ანასის წვიმის გამოგზავნას სთხოვდნენ, რის შემდეგაც მათ წყალში აგდებდნენ ან მიწას მიაყრიდნენ (თითქოს, მარხავდნენ), ამასთან, ე. წ. „წვიმის თხოვნას“ (джауум тилек) მღეროდნენ.

წყალთა უფლისა და წყლის დედის შესახებ რწმენა ნოღაურმა მითოლოგიამაც შემოინახა.


ლიტერატურა

  • Каракетов М. Д. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014;
  • Шаманов И. М. Календарь и календарная обрядность // Карачаевцы. Балкарцы. М.,2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები