სქიმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სქიმა - (ძვ. ბერძ. გარეგნული სახე, ფორმა) - მონაზვნობისა და ბერობის ფორმა, რომელიც გვხვდება ორ ხარისხში - მცირე და დიდი სქიმა.

მცირე სქიმით იმოსებიან მორჩილები ბერად ან მონაზვნად აღკვეცისას. დიდი სქიმა არის ბერ-მონოზონთა უმაღლესი ასკეტიკური ხარისხი მართლმადიდებლურ ეკლესიაში. სამონაზვნო სქიმა სიმბოლურად გამოხატავს უდაბნოში მოღვაწე წმ. იოანე ნათლისმცემელს, რომელიც აქლემის ბეწვით იყო მოსილი, წელზე კი ტყავის სარტყელი ერტყა.

დიდი სქიმის მიმღები ბერების ხარისხის სახელწოდებას წინ ემატება „სქიმ“ (მაგ, სქიმმონაზონი, სქიმიღუმენი, სქიმარქიმანდრიტი და ა.შ.) ჩვეულებრივ ისინი ცხოვრობენ სხვა საძმოებთან განცალკევებით.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები