სხერტის ჭალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სხერტა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სხერტის ჭალა, სხერტა - ისტორიული პუნქტი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე თეძმის ხეობაში, სოფელ ნიაბის ბოლოს.

1609 წ ივლისში ქართლში მოულოდნელად შემოიჭრა ოსმალთა მრავალათასიანი არმია. მათ შორის იყო ორი ათასამდე ყირიმელი თათარი. მტერმა გამოვლო ჯავახეთი, თრიალეთი, მანგლისს მიადგა და დაარბია მოსახლეობა. ამ დროს ქართლის მეფე ლუარსაბი მცირე ამალით თავის საზაფხულო რეზიდენციაში, ცხირეთში იმყოფებოდა, მტერს მეფის ტყვედ ჩაგდება ჰქონდა მიზნად. სოფელ კველთაში ოსმალებმა მღვდელი თევდორე შეიპყრეს და მეგზურობა უბრძანეს. მღვდელმა მტერს გზა აუბნია, დიდხანს ატარა და საკმაოდ დააცილა ცხირეთს. გაწბილებულმა ოსმალებმა მღვდელი თევდორე აწამეს და თავი მოჰკვეთეს. ცხირეთში მეფეს ახლდნენ გიორგი სააკაძე და ზაზა ციციშვილი. გიორგი სააკაძის გეგმის თანახმად, მეფე ცხირეთში გამაგრდა გიორგი სააკაძემ შიკრიკები აფრინა მუხრანბატონთან, ამილახვართან, ერისთავთან, მახლობელ სოფლებში 400 კაცი შეკრიბა, თვითონ ჩაუდგა მათ სათავეში და ზაზა ციციშვილთან ერთად ეკვეთა მტრის მოწინავე რაზმებს. ბრძოლა მოხდა სხერტის ჭალაში. ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები