ტაბაკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტაბაკონი – მთა სამეგრელოში, კუდიანების, ავსულებისა და ჭინკების შესაკრებელი ადგილი, სადაც წელიწადში ერთხელ თავს იყრიან ისინი და როკაპს, თავიანთ უფროსს, მოახსენებენ ყველა ავ საქმეს, რაც წლის განმავლობაში ჩაუდენიათ, და იღებენ დავალებებს სამომავლოდ. ასეთსავე მთად არის წარმოდგენილი იალბუზი ვახტანგ გორგასლის ლექსში, სადაც ლაპარაკია გორგასლის მიერ მის დაპყრობაზე, საიდანაც მან ეშმაკები განდევნა: „იალბუზის ეშმაკები ცხრა მთას იქით გადარეკა“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები